რეზონანსი
06.02.2019

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის სტუდენტთა ნაწილი აქციას ამ წუთებში მართავს. სტუდენტების მოითხოვნებს ლექტორების და პროფესორების ნაწილი შეუერთდა. სტუდენტები ითხოვენ, გიგა ზედანიამ და აკადემიური საბჭოს წარმომადგენლებმა განმარტონ, თუ რატომ დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი და რატომ შეუერთდა ბიზნესის სკოლა ახლადშექმნილ ფაკულტეტს. სტუდენტთა ნაწილი აცხადებს, რომ ადმინისტრაციამ ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რაც აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელია.

31 იანვარს გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანსამდებობიდან გაათავისუფლეს. ქადაგიძის ინფორმაციით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×