რეზონანსი
06.02.2019

 (რეზონანსი) ნაციონალური მოძრაობის წევრი მეგი გოცირიძე დეკანოზ მიქაელ ასათიანის სიტყვებს ავრცელებს, სადაც სასულიერო პირი მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს.

,,ვინც გაბედავს და მიშას დაპატიმრებას შეეცდება, უბეში გავარვარებულ ნაღვერდლებს ჩაიყრის, რომლისგანაც ისე დაიფერფლება, რომ ნაცრის გარდა არაფერი დარჩება.

დამერწმუნეთ, რომ ეს ასე მოხდება.

მიშა საქართველოს ეროვნული გმირია.

მიხეილ სააკაშვილს არა მხოლოდ საქართველოსი, კავკასიელ ხალხთა ოთხსაუკუნოვანი რუსული მონობისაგან განთავისუფლების მისიაც აკისრია, რის გამოც მას ვერც ერთი ციხე ვერ გამოკეტავს და დამიჯერეთ, რომ ეს ასეა".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×