(რეზონანსი) ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც შსს ინფორმაციით ნარკოტიკულ საშუალებას ყიდდნენ.
დაკავებულმა ქალმა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან თქვა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ აიყვანეს და წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.