რეზონანსი
06.02.2019

ისანში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილების ბინა, მათი დასაფლავების დღეს გაქურდეს. შემთხვევა დევნილთა ვერხვების ჩასახლებაში მოხდა. როგორც გარდაცვლილის დედა ჰყვება, დასაფლავებიდან დაბრუნებულებს ხელჩანთები ამოყრილი, ფული კი დაკარგული დახვდათ.

„მის თავზე იყოს ის, ვინც მე ასე დაზარალებულ, გაუბედურებულ დედას კიდევ ეგეთი რაღაცა გამიკეთა. საფლავზე ვიყავით, გასვენება გვქონდა იმ დღისით. რომ დავბრუნდით ჩანთები იყო ამოყრილი. ფული არ მაინტერესებს საერთოდ, არც ის ვიცი რა იყო, რამდენი იყო, რაც იყო იყო. არ მქონდა თავი, არც მიფიქრია, რომ ასეთ გამწარებულ ადამიანს ორი მიცვალებული კარებზე მედო და ერთი კიდევ ხვალ მყავს დასასაფლავებელი, რომ კარები დამეკეტა“, – განაცხადა დაღუპულების დედამ, ნანა კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×