რეზონანსი
06.02.2019

 (რეზონანსი) რუსი ოკუპანტები გორის რაიონში ისევ გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთში ე.წ. სათვალთვალო კოშკურას დგამენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ნიუპოსტი" ავრცელებს.

როგორც ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის დირექტორი, ლუდა სალოა აცხადებს, სამხედროები შესაბამისი ტექნიკით დილით გამოჩნდნენ და ამ დრომდე მუშაობენ.

ცნობისთვის, ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები გასულ კვირას განაახლეს, რის შედეგადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით, სოფლის კუთვნილი მიწის ფართობები აღმოჩნდა. ხურვალეთში თავდაპირველად მავთულხლართები 2011 წელს გაავლეს, რის შედეგადაც სოფელი ორ ნაწილად გაიყო და რამდენმე ოჯახი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×