რეზონანსი
06.02.2019

 (რეზონანსი) ავღანეთის მისიიდან დაბრუნებული მაიორი გიორგი ხუნდაძე, მოულოდნელად შვილის კალათბურთის მატჩზე დასასწრებად მივიდა. ამხანაგური მატჩი თავდაცვის სამინისტროს საკალათბურთო წრესა და ზაზა ფაჩულიას აკადემიის გუნდს შორის გაიმართა.

სამხედროს შვილი ლაშა ხუნდაძე ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. მაიორი გიორგი ხუნდაძე თავდაცვის ძალებში 2006 წლიდან სპეციალური ოპერაციების ძალებში მსახურობს.ამხანაგურს მატჩს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალი შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ. ლაშა ხუნდაძე თავდაცვის მინისტრმა სიმბოლური საჩუქრით დააჯილდოვა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×