რეზონანსი
06.02.2019

 (რეზონანსი) გორის მეხუთე საჯარო სკოლაში მეექვსე კლასის მოსწავლეებმა ერთმანეთი დაკბინეს. აღნიშნულის შესახებ ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა „პრაიმტაიმთან" განაცხადა.

„ბავშვი დაკბენილია, მკლავის არეში ჩემს შვილს ნაკბილარი ეტყობა. სისხლი მოსდიოდა. სკოლის დირექტორმა და მისმა მოადგილემ სასწრაფო დახმარება არ გამომაძახებინეს. დირექტორმა მითხრა, თუ გინდა ბავშვი საერთოდ გაიყვანე სკოლიდან და შენც წადი სამსახურიდანო. სასწრაფო რომ არ გამომაძახებინეს, შესაბამისად სკოლაში არც პოლიცია მოსულა", - აცხადებს ბავშვის დედა, რომელიც ამავდროულად იმავე სკოლაში დამლაგებლად მუშაობს.

შსს-ში აცხადებენ, რომ უწყებაში ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა.

მე-5 სკოლის დირექტორი ზურაბ ქარელია, რომელიც რესურსცენტრს ხელმძღვანელობდა და რომელიც სამსახურიდან აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორად ქარელი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა.

 

პრაიმტაიმი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×