რეზონანსი
06.02.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდში, ჭითაწყარის სასაფალოზე 23 წლის ლაშა გოგია საფლავის გაქურდვისას დააკავეს. ინფორმაციას ნიუპოსტი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საფლავებზე იპარავდა ბიუსტებს, ძვირადღირებულ ქვებს და სხვადასხვა ქალაქებში მოპარული ნივთებს მარმარილოს საამქროებში აბარებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით მიმდინარეობს რაც, მიცვალებულისადმი უპატივცემულობას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×