რეზონანსი
06.02.2019

 (რეზონანსი) მარ­თვის მოწ­მო­ბის თე­ო­რი­უ­ლი გა­მოც­დის პა­სუ­ხე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვადა გა­იზ­რდე­ბა. ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზა­დე­ბულ კა­ნონპ­რო­ექ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი. მთავ­რო­ბა ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის წარ­დგე­ნას პარ­ლა­მენ­ტში გა­სუ­ლი წლის სა­შე­მოდ­გო­მო სე­სი­ა­ზე გეგ­მავ­და, თუმ­ცა, ეს ვერ მო­ხერ­ხდა. შე­სა­ბა­მი­სად, ცვლი­ლე­ბა­თა პრო­ექ­ტის წარ­დგე­ნა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში ამ წლის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის­თვის გა­და­ვად­და.

პრო­ექ­ტში სა­უ­ბა­რია, რომ უნდა მოხ­დეს მარ­თვის მოწ­მო­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის მე-2 ეტა­პის და­ნერგვაც.

რაც შე­ე­ხე­ბა თე­ო­რი­უ­ლი გა­მოც­დის ვა­დას, პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, მისი შე­დე­გე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვა­დის 1 თვი­დან 1 წლამ­დე გაზ­რდა იგეგ­მე­ბა.

„ცვლი­ლე­ბის თა­ნახ­მად, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღებ პრაქ­ტი­კულ გა­მოც­დას ემა­ტე­ბა მე­ო­რე ეტა­პი (რე­ა­ლუ­რი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის პი­რო­ბებ­ში). შე­სა­ბა­მი­სად, დად­გინ­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ეტა­პის სა­ფა­სუ­რი. ასე­ვე ცვლი­ლე­ბა შე­ე­ხე­ბა თე­ო­რი­უ­ლი გა­მოც­დის შე­დე­გე­ბის მოქ­მე­დე­ბის ვა­და­საც და იგი 1 თვი­დან გა­იზ­რდე­ბა 1 წლამ­დე.

ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად ასე­ვე და­იხ­ვე­წე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მთე­ლი რიგი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი, და­ე­მა­ტე­ბა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბი და მომ­სა­ხუ­რე­ბის ახა­ლი სა­ხე­ე­ბი, მათ შო­რის, მომ­სა­ხუ­რე­ბის დის­ტან­ცი­უ­რი არ­ხე­ბი,"-აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­ექ­ტში.

ამას­თან, შს სა­მი­ნის­ტრო მარ­თვის უფ­ლე­ბის მქო­ნე პირ­თა ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე წვდო­მას ითხოვს.

 

 

"ამბები.ჯი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×