რეზონანსი
06.02.2019

 (რეზონანსი) თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი ძმები ვახო და ჯონი ყაზიშვილები სოფელ ბერბუკში დაკრძალეს. ძმები ყაზიშვილები გორის რაიონის სოფელი ზემო არცევიდან დევნილები იყვნენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მშობლიურ სახლში მხოლოდ მამა დარჩა საცხოვრებლად. ისინი ვერხვების დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდნენ და დედაქალაქში, მშენებარე ობიექტზე მუშაობდნენ.

გორის სათემო რადიოს ინფორმაციით, გარდაცვლილი გორელი ძმების სახლი მათი დაკრძალვის დღეს გაქურდეს. წყაროს თქმით, სახლში მაშინ შეაღწიეს, როდესაც ყველა სასაფლაოზე იმყოფებოდა.

"სავარაუდოდ, იმ დროს შევიდნენ სახლში, როდესაც ყველა სასაფლაოზე იყო. ოჯახის წევრების ჩანთები გახსნეს და ფული მოიპარეს", - განუცხადეს რადიო "მოზაიკას".

სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. მათ რამდენიმე მეზობელი გამოჰკითხეს.

გორის პოლიციას დანაშაულში ეჭვმიტანილი ჯერ არ გამოუვლენია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×