რეზონანსი
06.02.2019

 კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გამოცხადებული ტენდერის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს ლაგოდეხში დაბადებული ყველა ახალშობილის ოჯახი საჩუქრად 50 ლარის ღირებულების სასაჩუქრე კალათს მიიღებს.

ტენდერის ღირებულება 25 ათასი ლარია. "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ტენდერს გამარჯვებული უკვე ჰყავს და ის ინდმეწარმე მამუკა შიუკაშვილია, თუმცა ტენდერში გამარჯვებულს მისაწოდებელი საქონლის ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი საბუთი ჯერ არ წარმოუდგენია.

„მუნიციპალიტეტი აპირებს 600 ცალი პამპერსის, საწოვარების და სხვადასხვა ჰიგიენური საშუალებების შესაძენად, ეს მაშინ, როცა ამ მუნიციპალიტეტს ჰყავს ოფიციალურად აღრიცხული 7500 სოციალურად დაუცველი,“ - ამბობს "ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×