რეზონანსი
06.02.2019

 ცნობილი ქართველი მოჭიდავე ლუკა კურტანიძე იმ მორალურ ტერორზე საუბრობს, რომელიც მისკენ  და მისი ოჯახის წევრებისაკენ იყო მიმართული.

„ჩემს ტკივილზე, ჩემს განცდაზე, ჩემი ოჯახის დამცირებაზე, ჩემი შვილის დამცირებაზე, ჩემი დახვრეტილი მამის დამცირებაზე ადამიანები გამოდიოდნენ და როგორც ძაღლიშვილს, ისე მომიხსენიებდნენ. მე ამ ყველაფერზე გაცილებით უფრო მაღლა დავდექი და ვამბობ, კეთილი ინებეთ და ვისაც ბოდიში გაქვთ მოსახდელი, მთელი ერის წინაშე მოიხადეთ ბოდიში. ვისაც პრეტენზიები გაქვთ, ეს პრეტენზიები დააფიქსირეთ ერთმანეთის წინაშე. ყველამ კეთილი ინებოს და ბოდიში მოიხადოს,  რა ტიტულისაც არ უნდა იყოს ან რა ორგანიზაციის წარმომადგენელიც არ უნდა გახლდეთ. იმაზე მეტი ნამდვილად არ განგიცდიათ, რაც მე განვიცადე, ამიტომ კეთილი ინებეთ და ილაპარაკეთ“,- აღნიშნა „პალიტრა ნიუსთან“ კურტანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×