რეზონანსი
06.02.2019

 გორში სასტიკად მოკლული 9 წლის გოგონას ცხედრის ექსპერტიზის დასკვნა ოჯახის წევრებსა და ადვოკატს გააცნეს.

დოკუმენტის მიხედვით, მავთულზე, რომლითაც 9 წლის ნანა ბერიაშვილის ცხედარს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, იაგო ნებიერიძის დნმ აღმოჩნდა.

ნებიერიძის ბიოლოგიური მასალა ამოვიდა ასევე გოგონას ტანსაცმელზეც. ასევე დადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნ ურიკაზე სისხლის კვალი გარდაცვლილს ეკუთვნის. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამ ურიკის დახმარებით გადაიტანა იაგო ნებიერიძემ გოგონას ცხედარი.

9 წლის გოგონა გორში ოქტომბერში გაუჩინარდა. ის რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა მოკლული იპოვეს. სამართალდამცველებმა გორში მცხოვრები იაგო ბერიაშვილი დააკავეს, რომელიც ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×