რეზონანსი
05.02.2019

 ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან გათავისუფლებულმა მამა დავით დურგლიშვილმა ჟურნალისტებს კომენტარი მისცა. სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ მას კარგად ექცეოდნენ. 

„ჩემი ნებით გადავედი. კარგად მოგვექცნენ. ხომ გვეტყობა? ყველაფერი კარგად იყო. გამოსწორებული არიან სხვა პირებთან შედარებით. არაფერი საინტერესო არაფერი მომხდარა“, – განაცხადა მამა დავითმა.

დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს ნიქოზთან დაკავებული სასულიერო პირი ერგნეთში რამდენიმე საათის წინ გადასცეს. 

(აიპიენი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×