რეზონანსი
05.02.2019

 საკუთარი შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ გორელ მამაკაცს 10-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ 39 წლის მამაკაცის საქმეში უკვე დევს ექსპერტიზის დასკვნები, რომლითაც სექსუალური ხასიათის დანაშაული დასტურდება.

განსხვავებული ვერსია აქვთ ბრალდებულის ოჯახის წევრებს. მათი გოგონა ცოტა ხნის წინ სახლიდან, მეგობარ ბიჭთან ერთად, გაიპარა ოჯახის შექმნის მიზნით, თუმცა მისმა მამამ პოლიციას მიმართა და სახლში დააბრუნა.

„შეყვარებულმა დააწერინა, ეტყობა ზეწოლა მოახდინა ბიჭმა. იმ ბიჭმა დააწერინა ეს ყველაფერი. მეტი სხვა არაფერი... გეუბნებით, ზედმეტი არაფერი მომხდარა. მკაცრი მამა იყო, ყველაფერს აკონტროლებდა, კარგი, წესიერი მამა იყო,“ - ამბობს მეზობელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×