რეზონანსი
05.02.2019

 (რეზონანსი) დეპუტატი დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ხალხს "ქართულ ოცნება" პოლიტიკიდან გაუშვებს.

„ადამიანები, რომელებიც ღირებულებების მატარებლები არიან და მათზე ასე საუბრობენ, მე ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება" დამთავრებულია, შიგნით აღარაფერი არსებობს. თუ ახლა ქუჩიდან მოსული ხალხით უნდა შეივსოს, რომელთაც არანაირ კავშირი არ ჰქონია "ქართულ ოცნებასთან", ეს მათი არჩევანი იქნება, მაშინ შეუძლიათ, სახელიც გადაირქვან იმიტომ, რომ ეს ისეთი სახელი არ არის, რომელიც პოლიტიკასთანაა კავშირში.

"ოცნება" არ არის პოლიტიკური სახელი, პოლიტიკასთან ბევრად ახლოს რეალური საუბარია, მაგრამ ხალხმა ოცნება მოიყვანა პოლიტიკაში და ამ გადაწყვეტილებებით მე ვფიქრობ, რომ ოცნებას გაუშვებს პოლიტიკიდან," - ამბობს დავით ჭიჭინაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×