რეზონანსი
05.02.2019

 (რეზონანსი) გორში 14 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით, მისი 39 წლის მამა დააკავეს. მეზობლები ამბობენ, რომ ამ ოჯახის შესახებ ცუდი არაფერი გაუგიათ და არც ამ შემთხვევის შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია.

"არასოდეს არაფერი გამიგია. კაი, წყნარი ოჯახი იყო. არავის არაფერს უშლიდნენ. გარეთ რომ გამოდიოდნენ, ჩვეულებრივი ნორმალური ოჯახი იყო. არც გამიგია და არც მინახავს. ახლა ლაპარაკობენ რაღაცებს მშრომელი ბიჭი იყო. ცუდი ადამიანი არ იყო. შიგ რა ხდებოდა, მე არ ვიცი", - ამბობს ოჯახის მეზობელი.

"არც ჩემს ოჯახში მინდა ჩაერივნონ და არც მე ვერევი სხვის ოჯახში. მოძალადე რა, თავში ტვინი არ აქვს", - ამბობს კიდევ ერთი მეზობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2017 წელს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა.

ამ დროისთვის, არასრულწლოვანი გოგონა სოციალური სააგენტოს თანამშრომლების მიერ უკვე გადაყვანილია სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×