რეზონანსი
05.02.2019

 (რეზონანსი) მამა პეტრე კოლხის განცხადებით, რუსული ეკლესია, როგორც ქრისტიანული ინსტიტუცია დიდი ხანია აღარ არსებობს და ვლადიმერ პუტინის კანცელარიად არის ქცეული.

"როდის უნდა შეწყდეს საბჭოთა სისტემის თაყვანისცემა ჩვენ ქვეყანაში?! რატომ არის ასე ადვილი იმის მიღება, რომ მართლმორწმუნე რუსეთი ქართველ სასულიერო პირს იტაცებს.

რატომ არ გვინდა იმის აღიარება, რომ რუსული ეკლესია, როგორც ქრისტიანული ინსტიტუცია დიდი ხანია აღარ არსებობს და პუტინის კანცელარიად არის ქცეული?!

სად რუსეთი და სად მართლმადიდებლობა?! რატომ ვუწოდებთ ჩვენს უნიათობას, სილაჩრეს დიპლომატიას?! რით არ დაიღალეთ უნიჭო ზღაპრების შეთხზვით?! ასეც რომ იყოს, აღარ გვჯერა ზღაპრების, გავიზარდეთ!", - წერს მამა პეტრე ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×