რეზონანსი
05.02.2019

 (რეზონანსი) თამარაშვილის ქუჩაზე დაახლოვებით ერთი საათის წინ, სროლის შედეგად დაჭრილები 43 წლის ლევან კეშელავა და 49 წლის რამაზ ცატავა არიან. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

დაჭრილები ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და ორივეს ოპერაცია უტარდება. ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შემთხვევის შედეგად დაჭრილია ორი ადამიანი. ორივე მათგანი გადაყვანილია სტაციონარში. ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×