(რეზონანსი) "სტუმარი მასპინძელს რომ ეტყვის მიბრძანდიო, ანომალიასთან გვაქვს საქმე", - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" წევრმა ეკა ბესელიამ თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებას.
"რას ნიშნავს, არ გიღირს შენი თანაგუნდელი? მე არ ვარ სტუმრად მისული. უკაცრავად, მაგრამ მე დავხვდი იმ ხალხს ვინც მოვიდა. ამიტომ სტუმარს შეიძლება უთხრა, თუ ვერ ხვდება, მიბრძანდი. თუ მასპინძელი გადაწყვეტს, რომ სხვაგან წავიდეს, გადაწყვიტოს თვითონ. ამიტომ არ ველაპარაკოთ ასეთ ტონალობაში ერთმანეთს", - ამბობს ბესელია.
"ვისაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს, კარი ღიაა, შეუძლიათ გუნდი დატოვონ" - ეს განცხადება "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს გააკეთა.