რეზონანსი
05.02.2019

 (რეზონანსი) „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი თბილისის მერის ქონებრივი დეკლარაციის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით, დედაქალაქის მერმა და მისმა მეუღლემ ტანსაცმელსა და აქსესუარებში, 2018 წელს, 850 ათასი ლარი დახარჯეს.

„ფრანსუა ფიონი უაღრესად რეიტინგული პრეზიდენტობის კანდიდატი საფრანგეთისა, ჩამოაცილეს საარჩევნო კამპანიას და დაუმთავრეს პოლიტიკური პერსპექტივა იმიტომაც, რომ ამხილეს 2400 ევროიანი პიჯაკ-შარვლის შეძენაში. აქ ხალხი ტიტველ-შიშველია და მათ მაგივრად ელიტა იცმევს.

პოლიტიკაში კალაძეების არსებობა კალაძეების ბრალი კი არა, ვინც მონურად ეთაყვანება ფულიან ნაძირლებს მათი ბრალია. არცერთი ოდნავ თავმოყვარე ქალაქი ასეთ არსებას ახლოს არ გააკარებდა ხელმძღვანელ პოსტებს. დატკბით ვაკელებო თქვენი რჩეულით", - წერს ნათელაშვილი ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×