(რეზონანსი) ცნობილი ქართველი მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
მას 7 თებერვალს დიდუბის პანთეონში მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ.
"ქუჩაში ვიყავი, როცა დამირეკეს და გურანდას გარდაცვალება შემატყობინეს, ცუდად გავხდი, გავგიჟდი, ძალიან მეწყინა, კაცო, ახლაც არ მჯერა. ადრეული ახალგაზრდობიდან ერთად მოვდივართ, სულ ერთად ვიყავით, გურანდა ყველგან ყველაფერს ესწრებოდა. მერე ჩვენც არტისტები გავხდით, თანაც ცნობილები.
საოცარი ქალი იყო, იმხელა სიყვარული შეეძლო, ზოგიერთს კიდეც აღიზიანებდა თავის უზომოდ დიდი კეთილგანწყობით. თუმცა
ასეთი იყო და ამით იყო გამორჩეული! სამაგალითო იყო გურანდას და ოთარის წყვილი! გურანდა მთელი ცხოვრება თან გადაყვა ოთარს, ერთმანეთით იყვნენ ძლიერები!", - ამბობს კახი კავსაძე "კვირის პალიტრასთან".