რეზონანსი
05.02.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ორი პირი დაჭრეს. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შემთხვევის შედეგად დაჭრილია ორი ადამიანი. ორივე მათგანი გადაყვანილია სტაციონარში. ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ", - განუცხადეს პირველ არხს შსს-ში.

თავდაპირველად ცნობები ერთ დაჭრილზე ვრცელდებოდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ 10-მდე სროლის ხმა გაიგონეს.

თამარაშვილის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×