რეზონანსი
05.02.2019

 თბილისის მერის, კახა კალაძის დეკლარაციის მიხედვით თბილისის მერმა და  მისმა ცოლმა, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ, 2018 წელს ტანსაცმელში, ფეხსაცმელსა და აქსესუარებში, თითქმის, 850 000 ლარი დახარჯეს. 

ტანსაცმელში, ფეხსაცმელსა და აქსესუარებში გადახდილ თანხებს შორის ყველაზე მეტი – 249 522 ევრო, კახა კალაძეზე მოდის. ეროვნული ბანკის დღევანდელი მონაცემით, ერთი ევრო  3.0365 ლარი ღირს, რაც ნიშნავს, რომ კალაძის მიერ დახარჯული თანხა ეროვნულ ვალუტაში დღეს 757 673. 553 ლარს უდრის.

აღსანიშნავია, რომ ტანსაცმელში, ფეხსაცმელსა და აქსესუარებზე გაწეული ხარჯი კალაძის დეკლარაციაში წელს პირველად მოხვდა.

გარდა ამისა, შარშან კალაძემ 3 ავტოსადგომი და 2 ბინა იყიდა. ამ ქონებისთვის თბილისის მერმა ჯამში 1 943 839.4 ლარი გადაიხადა.

გარდა ბინებისა, 2018 წელს კალაძემ 4 მანქანა შეიძინა, მათი საერთო ღირებულება 436 652.42 ლარია.

ქველმოქმედებაში ქალაქის მილიონერმა მერმა 2018 წელს 330 000 ლარი დახარჯა.

(ნეტგაზეთი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×