რეზონანსი
05.02.2019

 (რეზონანსი) თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცს ესროლეს. შემთხვევა ძველი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ინფორმაციას "ნიუპოსტი" ავრცელებს.

თვითმხილველებმა 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა სკვერში დაჭრეს. დაჭრილი სავარაუდოდ კერძო ავტომობილით გადაიყვანეს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სავარაუდოდ პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეო კამერებიდან მასალა უკვე ამოიღეს.

ამასთან, დაკითხვაზე იმყოფებიან შემთხვევის თვითმხილველებიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×