(რეზონანსი) "სამხრეთის კარიბჭეს" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალციხეში შვილმა დედა მარტომ დაასაფლავა.
დედა შვილი, ერთ-ერთ კორპუსში, ერთად ცხოვრობდნენ. ქალი ბოლო ორი წლის განმავლობაში, ლოგინად იყო ჩავარდნილი და შვილი უვლიდა. ქალი 27 იანვარს, საღამოს გარდაიცვალა და კაცმა იგი მეორე დღეს, 28 იანვარს მარტომ დაასაფლავა.
მეზობლები ქალის გარდაცვალების ორ ვერსიაზე საუბრობენ. ნაწილი ამბობს, რომ "შვილს შემოაკვდა, რადგან ბინა, რომელშიც ცხოვრობდნენ უკვე გაყიდული ჰქონდა, ახალი მესაკუთრე სახლში უნდა შესულიყო და მოხუცს ვეღარაფეს უხერხებდა".
ნაწილი კი კაცის უდანაშაულობაში დარწმუნებულია: „ასაკში იყო და ალბათ ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მაგრამ მიცვალებული არავის გვინახავს, არც სამძიმარზე მოსული დაგვინახავს ვინმე. კარგი ოჯახი იყო, მაგ სახლიდან ხმაური არ გამოსულა. ეს ბიჭი დედას პატარა ბავშვივით უვლიდა, აჭმევდა უცვლიდა, ცუდს ვერაფერს ვიტყვით".
ოჯახის ახლობლები და მეზობლები ამბობენ, რომ ბინა შვილმა ნამდვილად გაყიდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: "სამხრეთ კარიბჭე"