რეზონანსი
05.02.2019

 (რეზონანსი) კარი ღიაა, ვისაც წასვლა უნდა შეუძლია დატოვოს - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერი კახი კალაძე აკეთებს, რითაც საპარლამენტო უმრავლესობიდან გედევან ფოფხაძის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა.

კალაძეს ამბობს, რომ მათ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გუნდში არსებული ყველა პრობლემური საკითხი განიხილეს, მათ შორის განხილულ იქნა მოსამართლეთა უვადო გამწესების საკითხიც.

დედაქალაქის მერი ასევე აცხადებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პროტესტისა და უკმაყოფილების გრძნობა, შეუძლიათ წავიდნენ.

"თუ ვინმეს უნდა უმრავლესობის დატოვება კარი ღიაა და შეუძლია დატოვოს" - ამბობს კალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×