რეზონანსი
05.02.2019

 (რეზონანსი) კანონშემოქმედების თვასაზრისით 2018 წელი ნაყოფიერი იყო, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც ახალი რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე საზოგადოებას პარლამენტის 2018 წლის მუშაობის ანგარიშს აცნობს.

მან პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობა შეაჯამა. ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას სწორედ კანონშემოქმედება წარმოადგენს.

„ამ თვალსაზრისით, 2018 წელი ნაყოფიერი გახლდათ. კერძოდ, ამ პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა 705 კანონი, მათ შორის 294 ინიცირებული იყო პარლამენტის შესაბამისი სუბიექტების მიერ. თუმცა, დღეს ამ დარბაზში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ იყო ამა თუ იმ კანონპროექტის წარმდგენი. მთავარია, რომ თითოეული კანონი იქმნებოდა ქვეყანაზე, საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვის, თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანის სულისკვეთებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×