რეზონანსი
05.02.2019

 (რეზონანსი) ეს ყალბი სოლიდარობა, რომლის იქეთ სამწუხაროდ არაგულწრფელი დამოკიდებულება იკითხება, მაფიქრებინებს, რომ ამ ქვეყანაში, 7 წლის თავზე, კიდევ გვაქვს ყველაზე დიდი გამოწვევა, - ამის შესახებ განცხადებას "ქართული ოცნების" წევრი ეკა ბესელია აკეთებს.

"არც მეტი და არც ნაკლები - ჩვენ ძალიან სახიფათო და ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების წინაშე ვიდექით, როდესაც პარლამენტს გარკვეული ჯგუფები თავს ძალიან საზიანო გადაწყვეტილების მიღებას ახვევდნენ. ჩვენ მოვახერხეთ, რომ პროცესი იმ ეტაპზე გადავიყვანეთ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანაში სამართლიანობა და ადამიანის უფლებები აქსესუარი კი არ იყოს და ვისაც როდის უნდა, მაშინ კი არ ახსენდებოდეს, არამედ ეს იყოს ის მთავარი ხაზი და მთავარი იდეა, რისთვისაც ჩვენ 1-ელი ოქტომბერი მოვიყვანეთ.

რაც დეკემბრის ბოლო კვირას მოხდა, არის მნიშვნელოვანი წყალგამყოფი და მნიშვნელოვანი გზა, რომლითაც ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რა უნდა გააკეთოს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×