რეზონანსი
05.02.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფონდს ნათელა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის პრესპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფონდი 30 იანვარს დაფუძნდა. მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, ფონდში უკვე ჩარიცხულია თანხა 8 ათას 280 ლარი, რომელიც პრეზიდენტის ხელფასია.

„30 იანვარს დაფუძნდა სალომე ზურაბიშვილის ფონდი. ფონდის თავმჯდომარე არის ნათელა მაჭავარიანი. ფონდის საქმიანობა მიმართულია საგანმანათლებლო, ასევე სამეცნიერო და ინოვაციური პროექტების მოსაძიებლად და დასაფინანსებლად. ფონდი ასევე იმუშავებს ემიგრანტების საკითხებზეც. ეს არის საქველმოქმედო ფონდი და ყველა, ვინც დაინტერესებულია ამ მიმართულებების გაძლიერებით შესაძლებლობა ექნება შემოწირულებები შემოიტანოს.

"ფონდის საქმიანობა იქნება სრულიად გამჭვირვალე და ნებისმიერი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისთვის. ფონდის მუშაობას მუდმივად გააკონტროლებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ამ მიზნით შეიქმნა. ამ ეტაპზე ფონდში უკვე არის ჩარიცხული 8 ათას 280 ლარი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის 17 დეკემბრიდან იანვრის ჩათვლით შრომითი გასამრჯელო",- განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×