რეზონანსი
05.02.2019

 (რეზონანსი) წუხელ, გვიან ღამით თბილისში, წერეთლის გამზირის #7-დან „ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა. შენობაში გაზის მძაფრი სუნი იდგა.

გამოძახებაზე მისულმა „ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალისტებმა სპეციალური ტექნიკური საშუალებებით კორპუსი და საკომუნიკაციო ჭები შეამოწმეს. აპარატურის საშუალებით დადგინდა, რომ გაზის სუნი ერთ-ერთი დაკეტილი ბინიდან მოდიოდა, სადაც არავინ ცხოვრობდა.

როგორც „ყაზტრანსგაზში" აცხადებენ, ბინაში შესვლისას სპეციალისტებმა ღია მდგომარეობაში დატოვებული გაზის რეზინის მილი აღმოაჩინეს.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი" ადგილზე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, გაზგაყვანილობასთან და გაზის დანადგარებთან მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ.

ამასთან, მოუწოდებენ, ნუ მოიხმარენ საშიშ და აკრძალულ ღიაკამერიან წყალგამაცხელებლებსა და გაზგამათბობლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×