რეზონანსი
05.02.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით საათნახევრის მანძილზე გაგრძელდა და მხარეებმა საქართველოს ჭიდაობის ჩემპიონატზე განვითარებულ მოვლენებსა და ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ჭიდაობის ფედერაციაში არის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია.

"საკმაოდ ბევრი პრობლემაა აღმოსაფხვრელი, მიდგომებია შესაცვლელი, რათა ყველა სპორტსმენს შეეძლოს მაქსიმალურად წარმატებით მოღვაწეობა. ზედამხედველობის თვალსაზრისით სამინისტროსთან ერთად უნდა დავიწყოთ მოკვლევა, რომ გაჯანსაღდეს გარემო და ზურასაც შეეძლოს ასპარეზობა", - განაცხადა ყაველაშვილმა.

თავის მხრივ, დათუნაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა, რომ ყაველაშვილისგან დაპირება მიიღო პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით.

„ვისაუბრეთ გულწრფელად, მოვუყევი ჩემი პრობლემების და ფედერაციაში არსებული პრობლემების შესახებ. დამპირდნენ, რომ ეს პრობლემები აღარ იქნება. თუ ეს ყველაფერი მოგვარდება, მე განვაგრძობ საქართველოს სახელით ბრძოლას", - განაცხადა დათუნაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×