რეზონანსი
05.02.2019

 (რეზონანსი) ავარია სოფელ ბერბუკთან - შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. "ნიუპოსტის" ცნობით, 32 წლის მალხაზ დოთიაშვილს ჯერ ერთმა ავტომობილმა დაარტყა ხოლო შემდეგ მეორემ გადაუარა.

გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ის სახლში სოფელ კირბალში თანმხლებ პირებთან ერთად ბრუნდებოდა რა დროსაც მათთან შელაპარაკება მოუვიდა და სოფლისკენ გზა ფეხით განაგრძო.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დილით რიგითი შემოვლის დროს იპოვა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით დაიწყო. აღნიშნული მუხლი 4 დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×