რეზონანსი
05.02.2019

 (რეზონანსი) მეტროსადგურ „წერეთლის" ესკალატორების ტექნიკური ხარვეზის გამო, სადგური მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

დედაქალაქიის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს ხაზზე სხვა სადგურებში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება,

"სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ხარვეზის გამოსასწორებლად. სამუშაოების დასრულებისთანავე მეტროსადგური „წერეთელი" მგზავრთა მიღებას განაახლებს.

სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×