რეზონანსი
05.02.2019

 (რეზონანსი) ATP Tour-ის ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა საქართველოს ნაკრების პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს, ვიდეო მიუძღვნა.

„კარიერაში მქონია როგორც აღმასვლები, ისე დაღმასვლები. მქონია შემთხვევები, როდესაც ტურნირებისას მამაჩემთან ერთად მანქანაში მიძინია. ახალგაზრდულ ტურნირებზე ეს ყველაფერი ხანდახან მთელი თვის განმავლობაში ხდებოდა. ზოგჯერ კარავშიც კი მიძინია და ამ ყველაფერმა მე უფრო ძლიერი გამხადა. ეს იყო მოტივაცია იმისათვის, რომ რაც შეიძლება მაღალ დონეზე მეთამაშა", - ამბობს ბასილაშვილი ვიდეოში.

ცნობისთვის, ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგში 22-ე ადგილს იკავებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×