რეზონანსი
05.02.2019

 საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი ირმა ინაშვილისა და დავით თარხან-მოურავის მიერ წმინდა სინოდისთვის გაგზავნილ წერილს "თავხედურ ქმედებას" უწოდებს.

მეუფე საბა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებს საეკლესიო წესებისა და კანონების დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც მეუფე საბამ აღნიშნა, გეგმავს რომ ეს საკითხი სინოდზე განსახილველად დააყენოს. სასულიერო პირი სინოდის წევრებს პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.

"ეკლესია პოლიტიკური პარტია ჰგონია და გადაწყვეტილებები გამოაქვს რომ თურმე მღვდელმთავრები განსაკვეთი არის და ეკლესიიდან გასაგდები და თავიანთ წერილებს წერენ წმინდა სინოდის მიმართ, ვიტყვი კიდევაც, ეს არის ქალბატონი ირმა ინაშვილი და ბატონი თარხან მოურავი. ჯერ ერთი ეს არის საეკლესიო წესის და კანონის დარღვევა, თავხედური ქმედება, მაგრამ მე მაქვს უფლება, რომ მოვითხოვო, მათ და წმინდა სინოდმა გასცეს პასუხი მათ თავხედობას და მათ ქმედებას, რაც თითქოსდა მათ ეკლესია აწუხებთ და ადარდებთ. ისე როგორც ბევრ პოლიტიკოსს", - განაცხადა მეუფე საბამ.

დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს წერილი გაუგზავნეს, სადაც პარტიის ლიდერები უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საუბრის პარალელურად მეუფე პეტრე ცაავას აკრიტიკებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×