რეზონანსი
05.02.2019

 სოფელ ნიქოზიდან რუსმა ოკუპანტებმა მამა დავით (დირგლიშვილი) დააკავეს. სასულიერო პირი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ატარებდა, რა დროსაც გაიტაცეს. მამა დავითთან ერთად მყოფმა პირებმა კი, გაქცევა შეძლეს.

არსებული ინფორმაციით სასულიერო პირი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

"პრაიმტაიმს" ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, სასულიერო პირი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არის დაკავებული.

მათივე ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მამა დავითი ნიქოზის ეპარქიაში 2008 წლის ომის  შემდეგ მოღვაწეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×