რეზონანსი
04.02.2019

 ილიაუნის ბიზნესის სკოლის ყოფილი დეკანი გიორგი ქადაგიძე ილიაუნის ადმინისტრაციას 24 საათს აძლევს. 

მან სტუდენტებთან ერთად ილიაუნის ადმინისტრაციას რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა, მათ შორისაა უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის პროცესის შეჩერება და ბიზნესის სკოლისთვის ძველი სტატუსის დაბრუნება.

რეორგანიზაციასთან ერთად ყოფილი დეკანი ითხოვს, არჩევნების ხელახლა ჩატარებას და ბიზნესის სკოლის წარმომადგენლობით ორგანოების ისეთი კადრებით დაკომპლექტებას, რომლებიც უნივერსიტეტზე ამ მიმართულებით იმუშავებენ.  მოთხოვნებში ასევე შედის, რომ უნივერსიტეტის ფინანსები იყოს გამჭვირვალე. 

ქადაგიძის თქმით, დაახლოებით, 15 მილიონი ლარიდან, რომელიც არის ბიზნესის სკოლის შემოსავალი, სკოლაზე მაქსიმუმ 3 მილიონი ლარი იხარჯება, რაც იმას ნიშნავს რომ ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტი თანხის სხვა მიზნებისთვის ხარჯვა ხდება. 

„ვითხოვთ გაუქმებას იმ ფარსი რეორგანიზაციის, რომელიც შემოგვთავაზა ცენტრალურმა ადმინისტრაციამ; ვითხოვთ, არჩევნების თავიდან ჩატარებას. მე არ მინდა ულტიმატუმების და შანტაჟის ენით ლაპარაკი; მე მინდა, განხორციელდეს რეფორმები, რომელიც დადებს შედეგს“, - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×