რეზონანსი
04.02.2019

 ქუთაისის ცენტრში პირუტყვი გამოჩნდა. ძროხები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ლადო მესხისშვილის თეატრის წინ უმეთვალყურეოდ გადაადგილდებოდნენ.

ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, უმეთვალყურეოდ დარჩენილ პირუტყვს, მერიის შესაბამისი სამსახურები აკავებენ და მეპატრონის მიერ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში ათავისუფლებენ.

"თეატრში ხალხი აღარ დადის და ახლა ძროხებმა დაიწყეს სიარული", -წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×