რეზონანსი
04.02.2019

ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მო­რაგ­ბე მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლის დღე­ვან­დე­ლი პრო­ცე­სი დას­რულ­და. პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სხდო­მა და­ტო­ვა გარ­დაც­ვლი­ლი გი­ორ­გი პა­პას­კი­რის მა­მამ მალ­ხაზ პა­პას­კირ­მა. მისი თქმით, შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის მოს­მე­ნაც, რაც პრო­ცე­სებ­ზე ხდე­ბა.

"ეს თვალ­ში ნაც­რის შეყ­რაც აღა­რაა. შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის მოს­მე­ნა, რაც პრო­ცე­სებ­ზე ხდე­ბა. დღეს მე­ტის­მე­ტი იყო, თით­ქოს ჩემი შვი­ლი მოძ­რა­ობ­და მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით. ამ საქ­მეს ასე არ დავ­ტო­ვებ და ბო­ლომ­დე გავ­ყვე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მალ­ხაზ პა­პას­კირ­მა.

მომ­დევ­ნო სხდო­მა 22 თე­ბერ­ვალს ჩა­ი­ნიშ­ნა. სხდო­მა­ზე გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და­ი­კი­თხე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, საქ­მე ეხე­ბა 2016 წელს მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას, რის შე­დე­გა­დაც ოთხი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვილს 6-დან 10 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×