(რეზონანსი) ავტომფლობელთა მესამე პირის წინაშე პასუხიმსგებლობის დაზღვევა სავალდებულო ხდება. კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზეა გატანილი. ავარიის შემთხვევაში სადაზღვეო კომპანია ვალდებული იქნება აანაზაღაუროს ქონების, სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გამოწვეული ზარალი. სადაზღვეო პაკეტის შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკური ფორმით, ასევე ელექტრონულად, ინტერნეტის მეშვეობით.
განმარტებითი ბარათის თანახმად "სავალდებულო დაზღვევა ქმნის მატერიალურ გარანტიას, ერთი მხრივ, მძღოლისთვის და მეორე მხრივ, დაზარალებულისთვის - ამ უკანასკნელის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის დადგომის დროს." კანონი საზღვრავს სადაზღვევო ფასებს:
1) მოტოციკლეტი 75-110 ლარი; 2) მსუბუქი ავტომობილი 100-150 ლარი; 3) ავტობუსი 160-240 ლარი; 4) სატვირთო ავტომობილი 210-310 ლარი; 5) მისაბმელი 50-75 ლარი.
საქართველოში სავალდებულო საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამა 2013 წლიდან ამოქმედდა. დაზღვევას მხოლოდ ის პირები ეთიშებიან, რომლებიც კერძო დაზღვევით სარგებლობენ.
2019 წლის პირველი იანვრიდან სავალდებულო საპენსიო დაზღვევაც ამოქმედდა. მოკლე დროში ჩამონათვალს პასუხისმგებლობის დაზღვევაც დაემატება.