რეზონანსი
04.02.2019

 (რეზონანსი) საპარლამენტო უმრავლესობამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ოფიციალურად წარადგინა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილს სავარაუდოდ, ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.

ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დეპუტატი დავით მათიკაშვილი ასრულებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკა ბესელიამ გასული წლის დეკემბერში დატოვა.

ცნობისათვის, ანრი ოხანაშვილი "პოლიტიკურად პატარების" საპარლამენტო დაჯგუფების წევრია. იგი კობახიძე-მდინარაძე-ზარდიაშვილის გუნდის წევრია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×