რეზონანსი
04.02.2019

 (რეზონანსი) ბიძინა ივანიშვილმა სინგაპურში სასამართლო დავა წააგო. ამის შესახებ გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact-ი წერს.

ბიძინა ივანიშვილი შვეიცარული ბანკის "კრედიტ სუისის" ბანკირს, პატრიკ ლესკადრონს მისი ფულის გაფლანგვას ედავებოდა. "კრედიტ სუისი" შვეიცარული ბანკია. მისი ბანკირი, პატრიკ ლესკადრონი ახლახანს გაათავისუფლეს ციხიდან, სადაც მან 10 თვე გაატარა თაღლითობისთვის.

ივანიშვილი სწორედ ლესკადროს სდებდა ბრალს მისი ფულის გაფლანგვაში და მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა შვეიცარიაში, ახალ ზელანდიაში, ბერმუდასა და სინგაპურში.

როგორც The Singapore Strait Times-ს წერს, სინგაპურელმა მოსამართლემ უარი თქვა საქმის განხილვაზე, რადგან დანაშაული შვეიცარიაში მოხდა და ის შვეიცარულმა სასამართლომ უნდა განიხილოს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×