რეზონანსი
04.02.2019

 ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია, საშუალო სკოლებში, ბიბლიის სწავლების აუცილებლობის თაობაზე საუბრობს:   

"რასაც ვიტყვი, არავისთვის სავალდებულოდ არ ვაცხადებ, უბრალოდ, კითხვას ვსვამ: თუ ადამიანს ბიბლიაზე წარმოდგენა არ აქვს, შეიძლება თუ არა, მას "ზოგადად განათლებული" ვუწოდოთ? შეიძლება თუ არა, ამის გარეშე ვინმეს კარგად ესმოდეს ლიტერატურა, ხელოვნება, ფილოსოფია, ისტორია უბრალოდ - ცხოვრება? ჩემი აზრით, სკოლაში ბიბლიის ცალკეული წიგნები უნდა ისწავლებოდეს. მაგალითად: შესაქმე, ეკლესიასტე, იობის წიგნი, დანიელის წიგნი და ერთ-ერთი სახარება. თუ საინტერესო გახდება, დავასაბუთებ, რატომ ვფიქრობ სწორედ ამ წიგნებზე. რა თქმა უნდა, ამას შესატყვისი პროგრამაც სჭირდება, სახელმძღვანელოც და მასწავლებელიც.

საზოგადოდ, ამ საქმეს ბევრი სხვა დეტალიც ახლავს, რამაც შესაძლოა სკეპტიკოსები ან მოწინააღმდეგენი მოამრავლოს, მაგრამ მიზანი ძალისხმევად ღირს - სადაც ეს შესაძლებელია კარგი იქნება, სკოლამ საქმე დაიწყოს. ადამიანის კულტურა მეტია, ვიდრე უბრალოდ ცოდნა. კომპეტენციის გარდა, ის ღირებულებებსაც გულისხმობს, გემოვნებასაც და უფრო ფართო თვალსაწიერსაც. ვიზრუნოთ, რომ არა უბრალოდ მცოდნე, არამედ კულტურული თაობა აღვზარდოთ“, -  წერს გია მურღულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×