რეზონანსი
04.02.2019

 ვის არ აძლევს ხელს ეკა ბესელიას პოლიტი­კური აქტიურობა და ვინ აშანტაჟებს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირით. დეპუტატი "კვირის პალიტრასან" ამ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას:

"პირადი საიდუმლოებისა და სივრცის­ ხელყოფა უმძიმესი დანაშაულია.­ სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს ყველა ამ მორალურ ტერორში ვიყავით და სწორედ ამის დასრულება იყო ჩვენი ოცნება, მაგრამ ეს ფირი ჩვენი ხელისუფლების დროს გავრცელდა. სააკაშვილის ხელისუფლებაც ავრცელებდა უკანონო ჩანაწერებს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

ეს ჩანაწერი ჩემზე არ მოქმედებს, ამისთვის მზად ვიყავი. პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ პირსა და ორგანოს, რომელთაც ქვეყანაში კონსტიტუციური გარანტიის დაცვა ევალებათ. ბრძოლას გავაგრძელებ!

მე დავუპირისპირდი სასამართლოს იმ ჯგუფს, ვისაც სურს სასამართლოს დამოუკიდებლობა პირად, კორპორაციულ ინტერესად აქციოს. ეს ამბავი ამ ჯგუფთან კონფლიქტს დაემთხვა. მე მხოლოდ ფაქტებს ვაფიქსირებ და მაქვს უფლება, მქონდეს ეჭვი, განცხადებასაც ძალიან მოზომილად ვაკეთებ. მე ვავიწროებ იმ სავარაუდო პირთა წრეს, ვის ინტერესებშიც შედიოდა ასეთი ანგარიშსწორება.

მაქვს ვარაუდი და ეჭვი, ვის სურს შურისძიება. ისინი სასამართლო სისტემაში სააკაშვილის რეჟიმის გამგრძელებლები არიან..." - აცხადებს ბესელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×