რეზონანსი
04.02.2019

 მსახიობი ზურაბ ყიფშიძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში კაზინოებისა და ბანკების თემას ეხმიანება და იმ სტრესულ სიტუაციაზე საუბრობს, რაც დღეს ქვეყანაშია:

"ბანკები და ეს ონლაინკაზინოები, ვისაც როგორ შეუძლია, ისე გვჭამს. ბევრი დაზარალებულია გინდა გონებრივად, გინდა სულიერად, გინდა ფიზიკურად. ბავშვები კი მოდიან კარგები, მაგრამ აბნეულ-დაბნეულ სიტუაციაში არიან. ვიღაცა მოტვინავს, როგორ მოიქცეს, ვიღაც კი შეიძლება აჰყვეს რაღაც სისულელეს და აზარტული თამაშებით თავი დაიღუპოს. მე არ გამომიცდია, მაგრამ ამბობენ, რომ არაყსა და ნარკოტიკზე უარესიაო.

ადრე კარგი იყო, გამოგვდიოდა სუფრაზე მოლხენა, ახლა ხოშიც აღარ მაქვს. მარტო მე არა, ბევრმა დაკარგა, ნევროზული სიტუაციაა, გაცრუებული იმედი..." - ამბობს ყიფშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×