რეზონანსი
04.02.2019

 გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის ლაშა ნაცვლიშვილის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების შესახებ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში დაითვალეს თუ რა დაუჯდა ქართველ გადასახადის გადამხდელს ათობით ათასი უკანონო ჩანაწერის ბაზა არსებობა.

ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებით, თავიდანვე არსებობდა იმის ეჭვი, რომ ის რამდენიმე ათეული ათასი ფარული ჩანაწერის ასლები ჰქონდა ყველა ძალოვან უწყებას და "ნაციონალურ მოძრაობაში" არსებულ ყველა მძლავ პოლიტიკურ დაჯგუფებას.  ჩანაწერთა ასეთი უკანონო ბაზის გაკეთებაზე სახელმწიფომ, გადასახადის გადამხდელების 120 მილიონი ლარი დაიხარჯა:

"ერთი ჩანაწერის გაკეთებას სჭირდება რაღაცა ტიპის ურთიერთობაში შესვლა სასტუმროს თანამშრომელთან. ტექნიკის ყიდვა, მისი დამონტაჟება. ყიდვას სჭირდება მანქანა, შესაბამისად ბენზინი და ა.შ. მერე ოპერატიული თანამშრომელი ხვდება უკვე მსხვერპლს და აშანტაჟებს - ამას სულ ყველაფერს აქვს ფისკალური გამოსახულება - 120 მილიონ ლარზე ვიყავით ასული, რაც დაუჯდა სახელმწიფოს, გადასახადის გადამხდელს ამ უკანონო არქივის შექმნა. ეს იყო რამდენიმე ათეული ათასი ფირი, რომლის ასლებიც მიმოფანტული იყო სხვადასხვა ძალოვან უწყებებში არსებულ ე.წ. სტეიკჰოლდერებსა და მათ დაჯგუფებებს შორის", - განაცხადა "იმედის" ეთერში ნაცვლიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×