რეზონანსი
03.02.2019

 ილიაუნის სტუდენტები ბიზნეს სკოლის დეკანის დაბრუნებას ითხოვენ. ისინი მხარდამჭერ სტიკერებს გიორგი ქადაგიძის კაბინეტის კარზე უკვე მეოთხე დღეა აკრავენ, ადმინისტრაცია კი ხსნის.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე სასწავლებლის რექტორმა გიგა ზედანიამ 30 იანვარს გაათავისუფლა და ამის შესახებ მას ელექტრონული ფოსტით აცნობა. თავად ქადაგიძე ამ დრომდე კუთვნილ შვებულებაშია და ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დიაგნოზის გამო საქართველოში არ იმყოფება.

რექტორმა გადაწყვეტილება რეფორმით ახსნა. სტუდენტები კი მიიჩნევენ, რომ მიზეზი ფულია, რადგან მათ მიერ სწავლის საფასურად გადახდილი 2250 ლარი სტუდენტებისთვის არ იხარჯება და როგორც თავად ამბობენ, ამ თემაზე კითხვა არაერთხელ დასვა გიორგი ქადაგიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×