რეზონანსი
03.02.2019

 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობში. აღმაშენებლის ქუჩაზე ბენზინგასამართ სადგურთან ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნა. შემთხვევის შედეგად ორი პირია დაშავებული, რომლებიც ხობის ჰოსპიტალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომელია.

შემთხვევის შედეგად, დაზიანებულია გაზის მილი. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები არიან მობილიზებული.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მულის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას ან, ექსპლუატაციას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×