რეზონანსი
03.02.2019

 (რეზონანსი) ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, რომელიც 2017 წელს ზუგდიდის მერის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილობდა, მერის არჩევნებში ისევ ჩაერთვება.

იგი სპეციალურად მოსკოვიდან ჩამოვიდა, თუმცა ამჯერად დამოუკიდებელი კანდიდატი არ იქნება და როგორც „პრაიმტაიმთაიმთან" საუბარში აცხადებს, იმ შეთხვევაში, თუ მმართველი პარტია და გაერთიანებული ოპოზიცია მას არ წარადგენს, მათგან წარდგენილ მერობის კანდიდატს დაუჭერს მხარს.

რაც შეეხება ზუგდიდის მერობის კანდიდატების შანსებს, ზვიად სიჭინავა ამბობს, რომ თითქმის თანაბარი შანსები აქვთ გაერთიანებული ოპოზიციის და მმართველი პარტიის კანდიდატებს.

„ვიცნობ ყველას, აქედან სამი პოლიტიკოსია. როგორც ჩანს გაზაფხულზე, ზუგდიდში „მოსაწყენი" არჩევნები არ გაიმართება. აქ დიდი როლი ეკისრება მედიას. და როგორ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებენ წარდგენილი კანდიდატები. რაც შემეხება, მე როგორც ზვიად სიჭინავას, მარტო შევალ ზუგდიდის მერიაში და იქ თქვენ ვერ დაინახავთ ვერცერთ ჩემს ნათესავს, ნეპოტიზმა დაღუპა ზუგდიდის მერია",- აცხადებს"პრაიმტაიმთან" ზვიად სიჭინავა.

ზვიად სიჭინავამ 2017 წლის ოქტომბერშიც მიიღო ზუგდიდის მერის არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა მაშინ ამომრჩეველთა 14, 5 %-მა დაუჭირა მას მხარი. ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×